აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ვიზიტი თურქეთში
თურქეთში ვიზიტის ფარგლებში ტრაპიზონის და რიზეს გუბერნიებში შეხვედრები გამართა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ. ისაუბრეს საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში რეგიონული თანამშრომლობისა და ეკონომიკური კავშირების გაფართოებაზე. ყურადღება გამახვილდა ბიზნესფორუმების, ტურისტული გამოფენების და საინვესტიციო ღონისძიებების გამართვის შესაძლებლობებზე. აქცენტი გაკეთდა ეკონომიკურ საკითხებთან ერთად საგანმანათლებლო და კულტურის დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე.