აჭარის მთავრობა „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს პასუხობს

აჭარის მთავრობის ინიციატივა ახალგაზრდული რეგიონული ცენტრის შექმნის შესახებ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკრიტიკა. რეზო ხარაზი აცხადებს, რომ ეს ცენტრი სპეციალურად იქმნება, რათა იქ „ქართული ოცნების“ აქტივისტები დასაქმდნენ. აჭარის ბიუჯეტში დღეს ცვლილებები უმაღლესმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს, ერთ-ერთი საკითხი სწორედ ახალგაზრდული ცენტრის დაფინანსების საკითხი იქნება. „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს აჭარის მთავრობაშიც უპასუხეს.