აჭარის კულტურის მინისტრი ვიზიტით იმყოფებოდა თურქეთში. შეხვედრები გაიმართა ინეგოლის, იზნიქისა და ორჰანგაზის ქალაქების მერებთან. განიხილეს ორ ქვეყანას შორის კულტურის მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივები და ერთობლივი ღონისძიებების, ასევე გაცვლითი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები. ელისო ბოლქვაძე ესაუბრა სხვადასხვა კულტურული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს. შეხვდა რეგიონში მოქმედი ქართული დიასპორების წარმომადგენლებთან.