აჭარაში ჩამორთმეული მიწების საქმე 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რვა წლის წინ საქართველოდან გაგზავნილი სარჩელის განხილვაზე უარი თქვა.

მოსარჩელე აჭარაში, კერძოდ გონიოში მცხოვრები ის სამი ოჯახია, რომლებსაც 2007 წელს გადაცემული მიწები 2010 წელს ჩამოართვეს. სარჩელის ავტორები გადაწყვეტილებას პოლიტიკური მოტივით ხსნიან. ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს მაშინ კიდევ 200-მდე ოჯახის მიმართაც. ჯერ კიდევ 2017 წელს ადგილობრივმა ხელისუფლებამ 140 დაზარალებულს მიწები უკან დაუბრუნა. სწორედ ეს ფაქტორი სახელდება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიზეზად.