აბრეშუმის მუზეუმი

საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ძველ და დიდი ისტორიის მქონე აბრეშუმის მუზეუმს გადაუდებელი რეაბილიტაცია სჭირდება. 130 წლის წინ დაარსებული მუზეუმის მდიდარ ფონდში 61 ქვეყნიდან შეგროვებული უნიკალური კოლექცია ინახება. ისტორიულია აბრეშუმის მუზეუმის შენობაც, რომელიც 1892 წელს აშენდა.

ნაგებობა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის ძეგლის სტატუსს ატარებს. თბილისის განვითარების ფონდში რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტზე მუშაობა უკვე სრულდება.

პროექტის დეტალებს ლიზა ციციშვილი გაგვაცნობს.