აბაშიძე-კარასინის შეხვედრა

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე რუსეთი პასუხისმგებლობას ისევ გაურბის. საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლის საკითხზე ამჯერად პრაღაში, აბაშიძე-კარასინის ფორმატში იმსჯელეს. თუმცა, რუსეთის პირველი დიპლომატის მოადგილემ ოფიციალური თბილისი კვლავ დე ფაქტო რეჟიმთან გადაამისამართა და თემის ჟენევის მოლაპარაკებებზე განხილვა ურჩია.

დღის წესრიგში იყო შვიდი წლის წინ ხელმოწერილი ხელშეკრულებაც, რომელიც შვეიცარიული კომპანიის მიერ საქართველოსა და რუსეთს შორის სატვირთო ნაკადების მიმოსვლის მონიტორინგს გულისხმობს. რუსეთის გამო, პროცესი წლების განმავლობაში გაჭიანურებული იყო, დღევანდელი შეხვედრის შემდეგ კი, ოფიციალური თბილისი შეთანხმების ამოქმედებას ელოდება.

დატოვე კომენტარი