ერთი საათი რჩება მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომამდე. ამ წუთებში კი მას ადვოკატები ხვდებიან. მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლამდე, ბექა ბასილაიამ განაცხადა, რომ სპეციალური სამსახური ყოფილ პრეზიდენტს სხდომაზე არ გადაიყვანს.
გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავაც. მისი თქმით, ორი დღეა, დეპუტატებს მიხეილ სააკაშვილის მონახულების საშუალებას არ აძლევენ.