იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის განცხადებით, უვადო მოსამართლეთა კანდიდატების სია პარლამენტმა უნდა ჩააგდოს.
ანა დოლიძის თქმით, პროპორციული არჩევნების ჩაგდებასთან დაკავშირებით, მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე, „ქართული ოცნება“ შეეცდება, რომ უვადო მოსამართლეების კანდიდატები ხმაურის გარეშე დაამტკიცოს. ანა დოლიძის განცხადებით, ის ხელისუფლებისთვის ხელის შეშლას კანონიერი გზებით შეეცდება.