9 აპრილის მოვლენები გაიხსენეს ქუთაისში

9 აპრილის მოვლენები გაიხსენეს ქუთაისშიც. ქუთაისის მერმა, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. სასულიერო პირებმა კი საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა სულების მოსახსენებლად პანაშვიდი გადაიხადეს. დღესვე, ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში 9 აპრილის მოვლენებისადმი მიძღვნილი გამოფენაც გაიმართა.