რექს ტილერსონის განცხადება საქართველოს შესახებ

შეერთებული შტატები კვლავ რჩება საქართველოს მხარდამჭერად ნატოში.   განცხადება ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ბრიუსელში გააკეთა. რექს ტილერსონი საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს შეხვდა. სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ თეთრი სახლი ნატოში საქართველოს გაწევრიანების მისწრაფებას ძლიერ მიესალმება. საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები დღეს ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმაც გააკეთა.

ქეთი ქარდავა ბრიუსელიდან.