აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან. „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილი, მხარდამჭერებთან და საგარეჯოს მცხოვრებლებთან ერთად, დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებში ჩართვას ითხოვს. მისი თქმით, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ საზოგადოება ინფორმირებული იყოს თუ როგორ მუშაობს საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისია.  ფალავანდიშვილის განცხადებით, მათ  საგარეო საქმეთა სამინისტროდან დაუკავშირდნენ და ხვალისთვის შეხვედრაზე დაიბარეს, სადაც ამ ეტაპზე არსებული მდგომარეობისა და გეგმების შესახებ ინფორმაციას მიიღებენ.