საგზაო ინფრასტრუქტურა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს, დეპარტამენტის საქმიანობის საუკეთესო პრაქტიკა გაუზიარეს. შეხვედრის მიზანია, მუნიციპალიტეტების გადამზადება ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესყიდვის, პროექტის განხორციელებისა თუ მონიტორინგის მიმართულებით, რაც მომავალში სხვადასხვა პროექტის ეფექტიანად განხორციელებაზე კიდევ უფრო დადებითად უნდა აისახოს.

მსგავსი აქტივობა ქვეყნის რამდენიმე რეგიონში გაიმართა. შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ესწრებოდნენ.