80-ზე მეტი სახეობის პროდუქტი - თევზის საწარმო ქარელში, ქართული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალი და მზარდი ინვესტიცია
🐟 🐠 🐡 კალმახი, ქაშაყი, სკუმბრია – 80-ზე მეტი სახეობის პროდუქტი, რომელიც ქარელში მზადდება და მთელს საქართველოში იყიდება. როგორ მიმდინარეობს წარმოების პროცესი ამიერკავკასიაში ყველაზე დიდ თევზის გადამამუშავებელ ქარხანაში და რა საექსპორტო პოტენციალი აქვს ქართულ პროდუქტს.
🐡 თევზის რეალიზაციის ახალი გზა ადგილობრივი მეკალმახეებისთვის და ინვესტიცია, რომელიც სულ უფრო მეტად იზრდება;
📱 თანამედროვე ტექნოლოგია თანამედროვე ფერმერებისათვის. ახალი მობილური აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ონლაინ რეჟიმში გამოიტანოს საკუთარი პროდუქტი ბაზარზე, დაუკავშირდეს მყიდველს, მიიღოს ინფორმაცია ბაზრის კვლევებისა და მოსალოდნელი კლიმატური პირობების შესახებ;
🏀 რა მანძილია კალათბურთის სიმაღლიდან ქვევრის სიღრმემდე და დიდი სპორტიდან მეღვინეობამდე. სულ სხვა კუთხით გაიცანით ვლადიმერ ბოისა და გაიგეთ, როგორ იქცა ჰობი საქმედ –გადაცემაში „ფერმა”