პოლიტიკური კრიზისი ვენესუელაში

ვენესუელაში მწვავე პოლიტიკური კრიზისია. საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ არაღიარებული პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო გამოსვლები თავიდან დაიწყო. სამართალდამცავებთან დაპირისპირება მსხვერპლით დასრულდა. ვითარება კარაკასში მას შემდეგ გამწვავდა, რაც ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოცხადებულმა ოპოზიციონერმა ლიდერმა ხუან გუაიდომ ნიკოლას მადუროს რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის ბოლო ფაზის დაწყება დააანონსა.

ტაილანდის მეფემ პირადი დაცვის უფროსზე იქორწინა და მას დედოფლის ტიტული მიანიჭა.