რეზოლუციის წარდგენა კონგრესში

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის, – ე. წ. დამოუკიდებლობის აღიარების დამგმობი რეზოლუცია წარედგინა.

ამის შესახებ რეზოლუციის სპონსორმა, კონგრესმენმა ფრანცის რუნიმ ვაშინგტონში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას განაცხადა. შეხვედრაზე მინისტრმა მადლობა გადაუხადა კონგრესმენს  საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ რეზოლუცია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას და გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპირებას.

დავით ზალკალიანმა ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა კონგრესში, მათ შორის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან ელიოტ ენგელთან. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მიმართ ამერიკის კონგრესის ორპარტიულ მხარდაჭერას და ბოლო წლებში აქტიურ თანამშრომლობას.