64-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები საზოგადოებრივ მაუწყებელს ესტუმრნენ
პირველმა არხმა თბილისის 64-ე საჯარო სკოლის სმენადაქვეითებულთა ინტეგრირებულ კლასს უმასპინძლა. მოსწავლეებმა დაათვალიერეს ტელევიზიის ახალი შენობა, სტუდიები, ასევე დეტალურად გაეცნენ ეთერში ჟესტური ენის გამოყენების პროცესს.
სურდოთარგმანის მნიშვნელობისა და სპეციფიკის შესახებ მოსწავლეებს ინფორმაცია პირველი არხის სურდოთარჯიმნებმა მიაწოდეს.
მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით პირველი არხი ექსკურსიებს რეგულარულად მასპინძლობს, რაც მოსწავლეებსა და სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, მედიის მუშაობის პროცესს ახლოს გაეცნონ.