60-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია სახალხო დამცველს მიმართავს

15:22, 15.03.2018

საქართველოში მოქმედი 60-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია სახალხო დამცველს მიმართავს.

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ორგანიზაციები ნინო ლომჯარიას სთხოვენ, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად პარლამენტს იზაბელა ოსიპოვა წარუდგინოს. მათი თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლის ყოფნა როგორც უმცირესობებისთვის, ასევე მაუწყებლისთვის მნიშვნელოვანია და ინტეგრაციის პროცესს და ამ კუთხით არსებული პრობლემებისა და საჭიროებების მეტად წარმოჩენას ხელს შეუწყობს.

მსგავსი