6 იანვარს, სომეხთა სამოციქულო ეკლესია შობასა და ნათლისღებას ზეიმობს

6 იანვარს, სომეხთა სამოციქულო ეკლესია ქრისტეს შობისა და ნათლისღების დღესასწაულს ზეიმობს. თბილისის სურბ ეჩმიაძინის ეკლესიაში, ჭრაგალუიცის წმინდა წირვას, საქართველოში სომხური ეპარქიის წინამძღვარი, ღირსი მამა არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანი ატარებს. ტრადიციულად 6 იანვარს წირვის დასრულების შემდეგ სრულდება წყალკურთხევა, რომელიც იესოს ნათლისღებას უკავშირდება. საშობაო წირვა საკათედრო ტაძარში 10:30 საათზე დაიწყება.

დატოვე კომენტარი