თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 ივლისს მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ბრალდებული პირების საქმის განხილვა გრძელდება.
დღევანდელ სხდომაზე საქმეზე ბრალდებულმა რომეო კეკუტიამ მისცა ჩვენება. პროცესზე მან განაცხადა, რომ 5 ივლისს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობა არ უნახავს. ბრალდებულმა თემურ ხარაულმა კი დღევანდელ პროცესზე „მთავარი არხის“ ოპერატორზე განხორციელებული ძალადობა აღიარა.