მედიაზე ძალადობის საქმის განხილვა გრძელდება. სხდომაზე ბრალდების მხარე საქმეში არსებულ ვიდეოჩანაწერებსა და ნივთმტკიცებებს გამოიკვლევს. ასევე, პროკურატურა დააყენებს შუამდგომლობას ბრალდებულების დაკითხვის შესახებ.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლო 5 ივლისის საქმეს რამდენიმე ეპიზოდად განიხილავს. დღეს საქართველოს პირველი არხის ოპერატორის ილია თვალიაშვილის, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის, თამარ თათარაშვილის, ტელეკომპანია „ფორმულასა“ და „ნიუსპოსტის“ ფოტოგრაფების ეპიზოდზე მიმდინარეობს მსჯელობა.