5-6 ივლისის საქმე

5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ ოფისზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ალიკა ალაზოვი, გიორგი ოძელაშვილი და გიორგი ელიზბარაშვილის პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება. სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა მიმდინარეობს.

პროკურორის განცხადებით, რამდენიმე მოწმეც დაიკითხება. სახელმწიფო ბრალდება დაკავებულებს „თბილისი პრაიდის“ ოფისზე ჯგუფურად, შეუწყნარებლობის მოტივით თავდასხმას, უკანონოდ ოფისში შეჭრასა და „თბილისი პრაიდის“ კუთვნილი ინვენტარის დაზიანება-განადგურებას ედავება.