43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა საზეიმოდ გაიხსნა

12:30, 24.09.2018

43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა საზეიმოდ გაიხსნა. გრანდიოზული ღონისძიება „ბლექ სი არენაზე“ გაიმართა, რომელსაც ცნობილი სპორტსმენები და საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ. საზოგადოებას სიტყვით ქვეყნის პრეზიდენტმა მიმართა.

საჭადრაკო ოლიმპიადის საშეჯიბრო ნაწილი ბათუმში დღეიდან დაიწყება და 5 ოქტომბრის  ჩათვლით გაგრძელდება.

მასშტაბურ საჭადრაკო ფორუმში 185 ქვეყნის გუნდი მონაწილეობს, მათ შორის საქართველოს ქალთა და მამაკაცთა ნაკრებები.

მსგავსი