42°პარალელი - ყატარული ნაციონალიზმი / დასავლეთის ისტორიული გამოცდილება: თანამედროვე ჩინეთის გზამკვლევი / ცვლილებები აღმოსავლეთის ფრონტზე
42°პარალელი – ყატარული ნაციონალიზმი – წლის ბოლომდე ქუვეითში სპარსეთის ყურის საბჭოს მორიგი ყოველწლიური სამიტი გაიმართება. ორგანიზაციის წევრი ქვეყნები მზად არიან სამი წლის წინ ყატარისთვის გამოცხადებული ბოიკოტი დაასრულონ და ქვეყანასთან სრულმასშტაბიანი დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინონ. მიიჩნევა, რომ პოლიტიკის ამგვარი ცვლილება ვაშინგტონში ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შედეგია. თუმცა თავად სამწლიანმა ბლოკადამ ყურის ქვეყნების ურთერთობები და თავად ყატარი უკვე მნიშვნელოვნად შეცვალა.
– 42°პარალელი – დასავლეთის ისტორიული გამოცდილება: თანამედროვე ჩინეთის გზამკვლევი – დასავლეთის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მისი გლობალური ექსპანსიაა, რომელიც ჯერ კიდევ მე-16 საუკუნიდან დაიწყო. აანალიზებს-რა ამას თანამედროვე ჩინეთი, ისიც ექსპანსიურ პოლიტიკებს მიმართავს. შედეგად დღემდე, მჭიდრო ეკონომიკური კავშირების დამყარება არამხოლოდ ავტოკრატიულ რეჟიმებთან, არამედ ლიბერალურ დემოკრატიებთანაც შეძლო. თათო მარიდაშვილი მოგიყვებათ, კერძოდ რა ისწავლა ჩინეთმა დასავლეთისგან და გაამართლა თუ არა არჩეულმა კურსმა.
– 42°პარალელი – ცვლილებები აღმოსავლეთის ფრონტზე – 15 ნოემბერს ხელი მოეწერა მრავალმხრივი რეგიონული ეკონომიკური პარტნიორობის ხელშეკრულებას. სიმბოლურია, რომ ხელშეკრულების ხელმოწერა, რომელიც მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის 30% მოიცავს და ორ მილიარდზე მეტ ადამიანს აერთიანებს, კორონაკრიზისის პიკზე მოხდა, როდესაც ქვეყნები უფრო მეტად იკეტებიან და ყურადღება ეროვნული ეკონომიკების აღდგენის საკითხებზე გადააქვთ. უფრო მეტიც, ბედის ირონიით, RCEP-ს ხელმოწერა დროში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკური კარიერის დასასრულს დაემთხვა. მან ტრანსწყნაროკეანური პარტნიორობის ამბიციური პროექტი, რომელსაც აზია-წყნარი ოკეანის აუზში ინტეგრაციის მთავარი ვარსკვლავის წოდებას ჰპირდებოდნენ, ნოკდაუნში საკუთარი ხელი გააგზავნა. რას ნიშნავს ეს ხელშეკრულება აშშ-ჩინეთის ურთიერთობებში და რას გვეუბნება იგი სამყაროს ახალი წესრიგის შესახებ
42° პარალელი