42°პარალელი - თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაცია - ენტონი ბლინკენი / რატომ არ მუშაობს ლიბერალური დემოკრატია / Santa Maradona

42°პარალელი –  ბაქარ ბერეკაშვილის რუბრიკა – დისკურსი & ინტერპრეტაცია I რატომ არ მუშაობს ლიბერალური დემოკრატია

ბაქარ ბერეკაშვილი მის რუბრიკაში ამჯერად კრიტიკულად მიმოიხილავს დომინანტურ შეხედულებას ლიბერალური დემოკრატიის ვარგისიანობის თაობაზე და გვიყვება იმის შესახებ თუ რატომ არ (ან აღარ) მუშაობს ლიბერალური დემოკრატია.

რა არის ლიბერალური დემოკრატია? რატომ ჩავარდა ის? რასთან გვაქვს საქმე? და რაში მდგომარეობს ლიბერალური დემოკრატიის თანამედროვე კრიზისი.

 

 

42°პარალელი – თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაცია – ენტონი ბლინკენი​

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დამარცხებას ოფიციალურად არ აღიარებს, ვაშინგტონში ძალაუფლების ტრანზიციის ნელი პროცესი უკვე მიმდინარეობს. ჯო ბაიდენმა უკვე წარადგინა მისი სამთავრობო კაბინეტის რამდენიმე კანდიდატი, მათ შორის, სახელმწიფო მდივნის პოსტზე ენტონი ბლინკენი.

 

42°პარალელი – Santa Maradona

25 ნოემბერს გარდაიცვალა ფეხბურთის ჰამლეტი – დიეგო არმანდო მარადონა. 60 წლის არგენტინელი 2020 წლის კიდევ ერთ მსხვერპლად იქცა, რომელმაც მისი გული ნაადრევად გააჩერა. თუ ფეხბურთთან გარკვეული შეხება მაინც გაქვთ, მარადონაზე ალბათ წელიწადში რამდენჯერმე მაინც დაფიქრებულხართ. მისგან თავის არიდება შეუძლებელი იყო: ის ხან მგზნებარედ გამოდიოდა ვენესუელაში რომელიღაც აივანზე, ხან ფილოსოფიურ საუბრებში იყო ჩართული კუსტურიცასთან. ხან ტახტზე იჯდა, ხან კინაღამ ტრიბუნიდან ვარდებოდა. ხან კასტრო იყო მის ცხოვრებაში, ხან ბუში და ხანაც მესი.

დაასრულა რა ფეხბურთის თამაში ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში, მთელი ამ წლების განმავლობაში მარადონა ისე ხშირად იჭრებოდა ჩვენს ცნობიერებაში, თითქოს ფანჯრებს მიღმა კვლავ 80-იანი წლები იდგა, ხოლო მთელი სამყარო მისთვის კვლავ ერთ დიდი საჯარიმო მოედანს წარმოადგენდა.

რეზი ქოიავა მოგითხრობთ დიეგო მარადონას მემკვიდრეობის შესახებ

 

42° პარალელი