42°პარალელი - სრული გადაცემა 25.09.2021

„42°პარალელი” – დუმის არჩევნები რეჟიმის ტრანსფორმაციის კონტექსტში

არჩევნები სახელმწიფო დუმაში, მიუხედავად მთელი მისი დემონსტრაციული უშინაარსობისა, მნიშვნელოვან როლს ასრულებს. თუ წინა მოწვევის დუმამ კრემლისთვის ტრანსფორმაციის საკანონმდებლო გაფორმება უზრუნველყო, განახლებული შემადგენლობის დუმა ძალაუფლების ერთადერთი ორგანო იქნება, რომლის უფლებამოსილებაც სისტემისთვის საკვანძო 2024 წლის მიღმაც გავრცელდება. სხვა სიტყვებით, დუმა იღებს ტრანზიციის პოლიტიკური გარანტორის როლს. რეზი ქოიავა ისაუბრებს რუსეთში დუმის არჩევნების მნიშვნელობასა და შედეგებზემ

 

—-

 

„42°პარალელი” – ანგელა მერკელის მემკვიდრეობა

ვინც მერკელის კარიერას იცნობს, მან კარგად იცის, რომ კანცლერის მთავარო ფოკუსი შიდა პოლიტიკა და გერმანელი ამომრჩეველია. მისი მიზანია ყოველთვის მიიღოს საკმარისი ხმები, დაიცვას გერმანული ფული და ის გლობალური ბაზრები, სადაც გერმანია დომინირებს. მას კარგად ესმოდა, რომ ევროზონიდან ბერძნული გასვლა იგივე გრექსიტი, მისი მემკვიდრეობა გახდებოდა, გერმანიაში ის ძალაუფლებასა და პრესტიჟს დაკარგავდა. ხოლო ის ისტორიას დარჩებოდა ქალად, რომელმაც ევრო იმსხვერპლა.

 

42° პარალელი