42°პარალელი - სრული გადაცემა 14.07.2021

42°პარალელი – რესპუბლიკური პარტია ტრამპის შემდეგ

2020 წელს აშშ-ში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე დონალდ ტრამპმა ამომრჩეველთა დიდი მხარდაჭერა – 74 მილიონ ხმაზე მეტი მიიღო. ეს იმ სირთულეების მიუხედავად, რომელიც მისი პრეზიდენტობის ვადას დაემთხვა: კორონავირუსის პანდემია, ეკონომიკური რეცესია, საპროტესტო აქციების ტალღა და ორჯერ დაწყებული იმპიჩმენტის პროცედურა. არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ დონალდ ტრამპის პოპულარობა ამერიკულ საზოგადოებაში კვლავ მაღალია. დღეს ამერიკულ საზოგადოებაში აქტიურად განიხილება რესპუბლიკური პარტიის მომავალი და მასში ტრამპის როლი. როგორც ბოლო თვეების მოვლენები აჩვენებს, დონალდ ტრამპი პრეზიდენტის პოსტიდან წასვლის შემდეგაც აშშ-ს პოლიტიკურ ცხოვრებაში რჩება და აპირებს რესპუბლიკურ პარტიაში საკვანძო როლი ითამაშოს. რეზი ქოიავა მოგითხრობთ ტრამპის მომავალზე ამერიკულ პოლიტიკაში.

42°პარალელი – საერთაშორისო საგადასახადო რეფორმები

დიდი შვიდეულის მიერ შემოთავაზებული საერთაშორისო საგადასახადო პოლიტიკის რეფორმა პოლიტიკური ყურადღების ცენტრშია. რეფორმის მიხედვით, მულტინაციონალურ კომპანიებს 15 პროცენტიანი მინიმალური საგადასახადო ზღვარი უნდა დაუწესდეთ. რას გულისხმობს ეს ცვლილებები, არის თუ არა ეს კარგი რეფორმა და არის თუ არა დაწესებული საგადასახადო მინიმუმი საკმარისი? ამ საკითხებთან დაკავშირებით ნინო ხელაია ესაუბრა საგადასახადო სამართლიანობის ქსელის დირექტორ ალექს კობჰამს.

 

42°პარალელი – სკოლა და მოზარდის ფსიქიკური ჯანმრთელობა

სამეცნიერო კვლევების თანახმად, წარმატებას უმეტესწილად უნარები და ოჯახების სოციო-ეკონომიკური მდგომარეობა განაპირობებს და არა ის, თუ რომელ სკოლაში დადის მოზარდი. მეტიც, გარკვეული სამეცნიერო ნაშრომები მიუთითებენ, რომ პრესტიჟულ სკოლაში გატარებულმა წლებმა შესაძლოა, უარყოფითი როლი შეასრულოს მოზარდის ცხოვრებაში.

 

42° პარალელი