42°პარალელი - სად და როდის იქნება კორონავირუსის ვაქცინა / პარტიული პოლიტიკის ფინანსები / ბაქარ ბერეკაშვილის რუბრიკა - დისკურსი & ინტერპრეტაცია I სახელმწიფო და ძალაუფლება

42°პარალელი – სად და როდის იქნება კორონავირუსის ვაქცინა  მთელი მსოფლიოს ყურადღება ვაქცინაციისკენ არის მიპყრობილი. იმედები, რომ ის დაასრულებს პანდემიას, რეალურია, მაგრამ კრიტიკულად განსხვავდება განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების მობილიზებული სავაქცინო რესურსი და, შესაბამისად, უახლოესი პერსპექტივები. რა მდგომარეობაა დღეისთვის? სად დაიწყო ვაქცინაცია, სად უნდა ველოდოთ უახლოეს პერიოდში. სანდრო ცაგარელი და გიორგი გვიმრაძე ისაუბრებენ რა არის ოპერაცია „warp speed-ი”. საიდან გაჩნდა ეს ვაქცინები და რა ძალისხმევა იქნა გაღებული ამისთვის.

—-

42°პარალელი – პარტიული პოლიტიკის ფინანსები  უდავოა, რომ პოლიტიკურ პარტიებს, პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის მისაღებად ფინანსური რესურსები ესაჭიროებათ. თუმცა, მსოფლიო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ პარტიების დაფინანსების წყაროები შესაძლოა დემოკრატიისათვის საფრთხედაც კი იქცეს. ვისი ფულით უნდა იწარმოებოდეს პოლიტიკა, პარტიათა დაფინანსების რეგულირების რა ტრადიციები არსებობს ევროპაში და რა შემთხვევაში შეგვიძლია ვისაუბროთ პარტიათა დაფინანსების სამართლიან და დემოკრატიულ მოდელზე.

—-

42°პარალელი – ბაქარ ბერეკაშვილის რუბრიკა – დისკურსი & ინტერპრეტაცია I სახელმწიფო და ძალაუფლება რა არის სახელმწიფო და რა არის ძალაუფლება? როგორია ამ ორს შორის ურთიერთობა? როგორია სახელმწიფოსა და ძალაუფლების მოქმედების წესი და ლოგიკა ერთმანეთისგან განსხვავებულ ორ წესრიგში? ბაქარ ბერეკაშვილი თავის რუბრიკაში ამჯერად სახელმწიფოსა და ძალაუფლების შესახებ მოგვითხრობს.

 

42° პარალელი