42°პარალელი - მეტი ვიდრე რეპერი - პაბლო ასელი / ბაქარ ბერეკაშვილის რუბრიკა - დისკურსი & ინტერპრეტაცია I დუალური ტრანზიციის პოსტსაბჭოთა პოლიტიკა / ჭარბი მოხმარება, ინვესტიციები და ეკონომიკური ზრდა
42°პარალელი – მეტი ვიდრე რეპერი – პაბლო ასელი
ორი კვირაა, ესპანეთში განსაკუთრებით კი, კატალონიაში ახალგაზრდებს ყოველდღიური შეტაკებები აქვთ პოლიციასთან. ამის მიზეზი პოპულარული რეპერის- პაბლო ასელის დაკავება გახდა.
ვინ არის პაბლო ასელი და რა ტექსტები აქვს პატიმრობის ფასი. ამ მოვლენებამდე 2 დღით ადრე, 14 თებერვალს კი კატალონიაში ადგილობრივი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, რაც უპრეცედენტო შედეგებით დასრულდა.
42°პარალელი – ბაქარ ბერეკაშვილის რუბრიკა – დისკურსი & ინტერპრეტაცია I დუალური ტრანზიციის პოსტსაბჭოთა პოლიტიკა
რას ნიშნავს დუალური ტრანზიციის პოსტსაბჭოთა პოლიტიკა? როგორია ამ პოლიტიკის იდეოლოგიური, სოციო-ეკონომიკური და კულტურულ-პოლიტიკური ასპექტები?
რა შედეგები მოიტანა დუალურმა ტრანზიციამ პოსტსაბჭოთა სივრცეში და რა მანიპულაციური დღის წესრიგი აქვს მას?
42°პარალელი – ჭარბი მოხმარება, ინვესტიციები და ეკონომიკური ზრდა
კლასიკოსი პოლიტეკონომისტებისთვის ცენტრალურ საკითხს წარმოადგენდა ეკონომიკური ზრდა. ეკონომიკური ზრდა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ იყენებს საზოგადოება ეკონომიკურ ნამეტს: აბანდებს მას კვლავ ეკონომიკაში, ანუ აკეთებს ინვესტიციას, მოიხმარს თუ ფლანგავს.
ფეოდალურ საზოგადოებებში, საზოგადოებრივი ნამეტის ძირითადი ნაწილი მიდიოდა ფეოდალების სასახლეებში, ფუფუნების საგნებსა და თავად-აზნაურთა აკვიატებებში.
ნამეტის გამოყენების საკითხი მნიშვნელოვანია დღესაც, რადგან კავშირი ინვესტიციების დონესა და მოგებას შორის სულ უფრო სუსტი ხდება მსოფლიოში. თანამედროვე კაპიტალისტური სისტემა, ეკონომიკური ეკონომიკური ნამეტის გამოყენების მხრივ, სულ უფრო ემსგავსება ფეოდალურს.
სიუჟეტში ტატო ხუნდაძე, საკუთარ კვლევაზე დაფუძნებით გვიყვება თეორიული მოდელის შესახებ, რომელიც ადარებს პოსტსოციალისტურ ქვეყნებში ეკონომიკური ნამეტის გამოყენების ტენდენციებს და გვაძლევს საშუალებას დავინახოთ და მივბაძოთ შედარებით განვითარებულ ქვეყნებს, მაგალითად, ისეთს, როგორიცაა სლოვენია.
42° პარალელი