42°პარალელი - AstraZeneka და ვაქცინაციის გამოწვევები / ცენტრალური ბანკები ციფრული ვალუტის ეპოქაში / ანტიკურობის ორი ხედვა გლობალიზაციაზე: ალექსანდრე მაკედონელი მასწავლებლის წინააღმდეგ

42°პარალელი – AstraZeneka და ვაქცინაციის გამოწვევები

ორშაბათს წამყვანმა ევროპულმა ქვეყნებმა დროებით შეაჩერეს AstraZeneka-ს გამოყენება. საკითხი უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე განიხილეს ევროპელმა ლიდერებმა. გიორგი გვიმრაძე და ალექსანდრ ცაგარელი ისაუბრებენ, რასთან იყო დაკავშირებული მღელვარება და რატომ შეაჩერეს AstraZeneka-ს ვაქცინა. რა დასკვნა დადო ევროპის სამედიცინი სააგენტომ და როგორია მსოფლიოში ვაქცინაციის პროცესი.


 

42°პარალელი – ცენტრალური ბანკები ციფრული ვალუტის ეპოქაში

მსოფლიოს ცენტრალური ბანკების 80%-ზე მეტი უკვე აქტიურად ფიქრობს ციფრული ვალუტის საკუთარი ვერსიის დანერგვაზე. მათგან ჩინეთი გახდა პირველი დიდი ეკონომიკა, რომლის ცენტრალურმა ბანკმაც უკვე სატესტო რეჟიმში დაიწყო ციფრული იუანის გამოყენება.

ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტით დაინტერესება 2019 წლიდან იწყება, მას შემდეგ, რაც „ფეისბუკმა” დააანონსა საკუთარი ციფრული ვალუტა – „ლიბრა”. ჩვენ შევდივართ ახალ ეპოქაში, როდესაც კერძო კომპანიები და ცენტრალური ბანკები ერთმანეთის კონკურენტები შეიძლება გახდნენ.


 

42°პარალელი – ანტიკურობის ორი ხედვა გლობალიზაციაზე: ალექსანდრე მაკედონელი მასწავლებლის წინააღმდეგ

ევროპელებისთვის ცნობილი ოიკუმენის გაერთიანების პირველი გმირული მცდელობა ძვ.წ. 334-323 წლებში სწორედ ალექსანდრე მაკედონელს ჰქონდა. ცხადია, რომ ისტორიაში ალექსანდრემდეც იყვნენ დიდი დამპყრობლები, რომლებიც ვრცელ იმპერიებს ქმნიდნენ, თუმცა სწორედ მან ჩაუყარა ანტიკურ გლობალიზაციას არა მხოლოდ მატერიალური, არამედ იდეურ-პოლიტიკური ფუნდამენტიც, წარმოადგინა რა საკუთარი თავი მსოფლიო მასშტაბის კოსმოპოლიტურ მმართველად. ცნობილია, რომ ალექსანდრეს მასწავლებელი ანტიკურობის ერთ-ერთი უდიდესი ფილოსოფოსი არისტოტელე იყო, რომელმაც მომავალი მაკედონელი მეფის პიროვნების ფორმირებაზე დიდი გავლენა მოახდინა და იგი დიადი ქმედებების ჩადენაზე აღაფრთოვანა.

მაგრამ ნაკლებად ცნობილია, რომ ანტიკური სამყაროს ორი უდიდესი ვიზიონერის ხედვები კაცობრიობის გაერთიანების კუთხით ყველაფერში არ ემთხვეოდა, ხოლო, დროთა განმავლობაში, ერთმანეთს სულ უფრო დაშორდა. ალექსანდრესა და არისტოტელეს პირდაპირი და არაპირდაპირი პოლემიკა დიდი მეფის სიკვდილის შემდეგაც არ შეწყვეტილა და გარკვეულწილად მოგვიანებითაც – უკვე სხვა მოწაფეების მონაწილეობით გაგრძელდა. იგი აქტუალურია დღესაც. დღეს, როდესაც სამყაროში გლობალიზაციის ღია კრიზისი შეინიშნება და როდესაც უკვე რამდენიმე წელია ყველგან პარტიკულარიზმის და ტრადიციონალიზმის განწყობები ძალას იკრებს, ამ პოლემიკის გახსენება აუცილებელია.

42° პარალელი