42° პარალელი - ვაქცინაცია ისრაელში / გლობალური ბრიტანეთის კონცეფცია / მიგრაცია - ვინ, სად, რატომ?
42° პარალელი – ვაქცინაცია ისრაელში
რას დაეფუძნა მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ვაქცინაციის პროცესი ისრაელში და რა ძირითად მიდგომებს მოიაზრებს ის.
—-
42° პარალელი – გლობალური ბრიტანეთის კონცეფცია
2021 წლის 16 მარტს პოსტბრექსიტულმა დიდი ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკამ კონცეპტუალური საფუძველი საბოლოოდ მიიღო. ბორის ჯონსონის ხელისუფლებამ 114-გვერდიანი დოკუმენტი – „გლობალური ბრიტანეთი კონკურენციის ეპოქაში: უსაფრთხოების, თავდაცვის, განვითარების და საგარეო პოლიტიკის კომპლექსური მიმოხილვა“ გამოაქვეყნა. მიმოხილვა ცივი ომის დასრულების შემდეგ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის უდიდეს გადააზრებად წარმოაჩინეს, ხოლო პრემიერ-მინისტრის წინასიტყვაობამ „მიმოხილვის ცენტრალურ მნიშვნელობას კონსერვატორული ხელისუფლების პრიორიტეტებში“ ხაზი გაუსვა. რეზი ქოიავა მოგითხრობთ გლობალური ბრიტანეთის კონცეფციაზე, მასში არსებულ წინააღმდეგობებზე და განხორციელების შესაძლებლობაზე.
—
42°პარალელი – მიგრაცია – ვინ, სად, რატომ?
2010-12 წლებში, არაბულმა გაზაფხულმა აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ხმელთაშუა ზღვაზე მილიონობით მიგრანტის გადასვლას დაუდო სათავე.
უკანასკნელი ათწლეულებში, საერთაშორისო მიგრაცია რეკორდულად იზრდება. ბოლოს, როდესაც მოსახლეობის ამხელა წილი საერთაშორისო მიგრაციაში იყო ჩართული – ჯერ გერმანულმა ტომებმა რომის იმპერია დაანგრიეს, შემდეგ კი – ევროპელმა მიგრანტებმა აფრიკელ მონებთან ერთად ახალ კონტინენტზე ახალი სისტემა – კაპიტალიზმი შექმნეს.
სანდრო ცაგარელი საუბრობს – რა იქნება ახლა და რა გველის წინ? გახდება თუ არა ევროპა შავი კონტინენტი? რამდენ სამუშაო ადგილს ართმევს მიგრანტი ადგილობრივს და რა აქცევს ერთ იმიგრანტს წარმატებულად მეორეს კი – წარუმატებლად.
42° პარალელი