42° პარალელი - სახალხო პროტესტი სახალხო რესპუბლიკაში / თანამედროვე პოლიტიკა და ევროპარლამენტის არჩევნები
- სახალხო პროტესტი სახალხო რესპუბლიკაში – 30 წლის წინ პეკინის ცენტრი საომარი ფილმის დეკორაციას ჰგავდა: ტიანანმენის მოედანზე ეყარა პლაკატები, ველოსიპედები, ტანსაცმლის ნაფლეთები, შეიმჩნეოდა სისხლის კვალიც. ქალაქის ცენტრში ჯარისკაცები პატრულირებდნენ: საღამოს აქ მოხდა ის, რასაც ნეიტრალური დამკვირვებლები „ტიანანმენის მოედნის მოვლენებს“, ლიბერალურად განწყობილები „სასაკლაოს“, ხოლო თავად ჩინეთის ხელისუფლება „კონტრრევოლუციური ამბოხების ჩახშობას“ უწოდებს. რეზი ქოიავას სიუჟეტი.
- თანამედროვე პოლიტიკა და ევროპარლამენტის არჩევნები – ინტერვიუ კემბრიჯის უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორთან, სოციოლოგ გორან თერბორნთან. პროფესორი თერბორნი არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თანამედროვე სოციოლოგი, რომელსაც ეკუთვნის უაღრესად საინტერესო ნაშრომები კლასის, ძალაუფლების, მოდერნულობის, იდეოლოგიისა და უთანასწორობის თემატიკებზე. ბაქარ ბერეკაშვილი გორან თერბორნს ესაუბრა თანამედროვე ევროპის პოლიტიკური ცხოვრების მნიშვნელოვან პროცესებსა და გამოწვევებზე, მათ შორის ევროპარლამენტის არჩევნების მნიშვნელობაზე. პროფესორი გორან თერბორნი საქართველოში იმყოფებოდა როზა ლუქსემბურგის ფონდის მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში.
42° პარალელი