13-14 სექტემბერს სომხეთმა აზერბაიჯანის მხრიდან საკუთარი პოზიციების დაბომბვის შესახებ განაცხადა. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, არტილერიის, მსხვილკალიბრიანი იარაღის და დრონების საშუალებით თავდასხმა გორისის, სოტკას, ჯერმუკის და სხვა დასახლებული პუნქტების მიმართულებით განხორციელდა. აზერბაიჯანმა სამხედრო მოქმედებებს ერევნის მსხვილმასშტაბიან პროვოკაციაზე პასუხი უწოდა. ორივე მხარემ ისაუბრა დანაკარგებზე საკუთარ სამხედროებს შორის. რეზი ქოიავა ისაუბრებს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის გამწვავებულ კონფლიქტზე
42° პარალელი