ამ წლის 14 ოქტომბერს ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ, მრავალწლიანი პატიმრობა მიუსაჯა 2017 წლის 1 ოქტომბერს გამართული კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ორგანიზატორებს. ეს გახდა კატალონიაში ახალი მასობრივი მოძრაობის დაწყების საბაბი. აშკარაა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ეპოპეის საბოლოო აკორდი არაა, ის მხოლოდ გარდამავალი მოვლენაა კატალონიელთა ბრძოლაში. პირველ რიგში 14 ნოემბერს ჩანიშნული ესპანეთის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებისთვის, სადაც კატალონიის საკითხი საკვანძო თემად იქცა. ჩვენ შევეცდებით მოვძებნოთ კატალონიელთა ბრძოლის საწყისები შორეულ წარსულში და ასევე გაჩვენოთ ამ მოძრაობის სოციალ-ეკონომიკური მიზეზები.
42° პარალელი