42° პარალელი - რა ეტაპზეა ბრექსიტი და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ახლო მომავალში / ბაქარ ბერეკაშვილის ვიდეობლოგების სერია - ჩვენი ეპოქის კრიზისები. ბლოგი #3 / ნეოლიბერალური მიდგომის ჩავარდნები. როგორი უნდა იყოს ღირსეული კაპიტალიზმი / რატომ აჯანყდნენ ბარსელონაში?
  • ბრექსიტი გადამწყვეტ ფაზაშია, უახლოეს მომავალში გაერთიანებული სამეფო ევროკავშირს ოფიციალურად დატოვებს. თუმცა მოხდება ეს 31 ოქტომბერს თუ არა ამას ბრიუსელის პასუხი ბრიტანული პარლამენტის გადაწყვეტილებაზე გადაწყვეტს.
  • 42° პარალელი – ბაქარ ბერეკაშვილის ვიდეობლოგების სერია – ჩვენი ეპოქის კრიზისები. ბლოგი #3.
  • რა არის ღირსეული კაპიტალიზმის იდეა? – რომელ სამ სფეროში განიცდის არარეგულირებული კაპიტალიზმი წარუმატებლობას? – ვის ხელში გადავიდა ძალაუფლება ე.წ. ნეოლიბერალური რევოლუციის შედეგად? – რატომ არის გაზრდილი უთანასწორობა პრობლემა, მაშინ როდესაც სიღარიბე მცირდება? რა უნდა იყოს მთავარი მიზანი: უთანასწორობის აღმოფხვრა თუ სიღარიბის შემცირება? ამ და სხვა თემებზე გვესაუბრებიან ჰანს ბოკლერის ფონდის ეკონომიკისა და სოციალური პოლიტიკის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი ტორსტენ შულტენი და ბერლინის ეკონომიკისა და სამართლის სკოლის პროფესორ- ემერიტუსი ჰანსიორგ ჰერი.
  • ამ წლის 14 ოქტომბერს ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ, მრავალწლიანი პატიმრობა მიუსაჯა 2017 წლის 1 ოქტომბერს გამართული კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ორგანიზატორებს. ეს გახდა კატალონიაში ახალი მასობრივი მოძრაობის დაწყების საბაბი. აშკარაა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ეპოპეის საბოლოო აკორდი არაა, ის მხოლოდ გარდამავალი მოვლენაა კატალონიელთა ბრძოლაში. პირველ რიგში 14 ნოემბერს ჩანიშნული ესპანეთის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებისთვის, სადაც კატალონიის საკითხი საკვანძო თემად იქცა. ჩვენ შევეცდებით მოვძებნოთ კატალონიელთა ბრძოლის საწყისები შორეულ წარსულში და ასევე გაჩვენოთ ამ მოძრაობის სოციალ-ეკონომიკური მიზეზები.

ავტორები: შოთა თხელიძე,ბაქარ ბერეკაშვილი,თათო მარიდაშვილი,ალექსანდრე ცაგარელი

42° პარალელი