42° პარალელი - კიდევ ერთი მასშტაბური დაპირისპირება ისრაელსა და "ჰამასს"შორის / მსოფლიო მარველის კომიქსების დამაარსებელ სტენ ლის ემშვიდობება / პირველი მსოფლიო ომის დასრულების საუკუნოვანი იუბილე
  • კიდევ ერთი მასშტაბური დაპირისპირება ისრაელსა და “ჰამასს”შორის – 2014 წლის შემდეგ, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ყველაზე მასშტაბური სამხედრო დაპირისპირება მოხდა. ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 450-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს. საპასუხოდ ისრაელმა ღაზას სექტორში 150-ზე მეტი ობიექტი დაბომბა. მხარეებმა ზავს მიაღწიეს, მაგრამ გადაწყვეტილებამ ისრაელში უკმაყოფილება გამოიწვია და ქვეყანა შესაძლოა ვადამდელ არჩევნებამდე მივიდეს. გივი ბარამიძის სიუჟეტი
  • მსოფლიო მარველის კომიქსების დამაარსებელ სტენ ლის ემშვიდობება – მსოფლიო მარველის კომიქსების დამაარსებელ სტენ ლის ემშვიდობება. როგორ დაუპირისპირდა სუპერ გმირების ეპოქა რასიზმსა და დისკრიმინაციას და რა გავლენა მოახდინა ცივმა ომმა მარველის სამყაროზე? ქეთი თუთბერიძის სიუჟეტი
  • პირველი მსოფლიო ომის დასრულების საუკუნოვანი იუბილე – პარიზში მსოფლიო ლიდერებმა პირველი მსოფლიო ომის დასრულების საუკუნოვანი იუბილე აღნიშნეს. ომმა, რომელმაც იმდროინდელი მსოფლიოს თითქმის ყველა ადამიანის ცხოვრებაზე ჰპოვა ასახვა, ახალი ფურცელი გადაშალა მსოფლიო ისტორიაში. მაგრამ წარმოადგენდა კი იგი იმ დროისთვის გარდაუვალ აუცილებლობას?! შოთა თხელიძის სიუჟეტი

42° პარალელი