42° პარალელი – იონას გზა / იაპონიის იმპერიული წარსული - იაპონური სასწაულის მნიშვნელოვანი წინაპირობა

42° პარალელი – იონას გზა

2 თებერვალს სასამართლომ ალექსეი ნავალნი „ივ როშეს“ საქმეზე პირობითი მსჯავრის პირობების დარღვევის გამო ორი წლითა და 8 თვით საერთო რეჟიმის კოლონიაში სასჯელის მოსახდელად გააგზავნა. ეს გადაწყვეტილება ბევრისთვის უფრო რადიკალურია, ვიდრე ნავალნის მოწამვლა – მისი დაპატიმრებით ხელისუფლება უფრო მეტს რისკავს, ვიდრე მისი სიცოცხლის ფარულად მოსპობით რისკავდა.

რეზი ქოიავა მოგითხრობთ რუსული რეჟიმის დამოკიდებულების ტრანსფორმაციაზე ოპოზიციის და საზოგადოების მიმართ და ალექსეი ნავალნის როლზე რუსულ პოლიტიკაში.


42° პარალელი – იაპონიის იმპერიული წარსული – იაპონური სასწაულის მნიშვნელოვანი წინაპირობა

იაპონია იმ მცირეთაგანია, რომელმაც მოახერხა და ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში მაღალშემოსავლიანი ქვეყნების ჯგუფს შეუერთდა. ამ დაწინაურების მიზეზებს ხშირად მხოლოდ ცივი ომის პერიოდში ეძებენ ხოლმე. თუმცა განვითარებისათვის საჭირო მნიშვნელოვანი წინაპირობები ცივ ომამდე სულ მცირე ერთი საუკუნით ადრე იქმნება.