42° პარალელი - ევროპარლამენტის არჩევნები 2019 / ევროპარლამენტის არჩევნები - ინტერვიუ ბაქარ ბერეკაშვილთან / ისტორიული თეორიიდან გენოციდამდე
  • ევროპარლამენტის არჩევნები 2019 – უკანასკნელ წლებში ბებერ კონტინენტზე პოლიტიკურმა ტემპერატურამ თვალშისაცემად აიწია. პოლიტიკურ ასპარეზზე გაჩნდნენ ძალები, რომლებიც ევროპას უახლესი ისტორიაში არ ახსოვს. როგორც ტრადიციული, ასევე ახალი პოლიტიკური მოძრაობებისთვის მაისის ევროპარლამენტის არჩევნები იქცა ტესტად მათი ლეგიტიმაციის გასაზომად. რა პოლიტიკური კონტურები გამოკვეთა 2019 წლის ევროპარლამენტის არჩევნებმა და როგორი იქნება ევროპული პოლიტიკა მომდევნო 5 წლის განმავლობაში? შოთა თხელიძის სიუჟეტი.
  • ევროპარლამენტის არჩევნები – ინტერვიუ ბაქარ ბერეკაშვილთან – ევროპარლამენტის არჩევნების პოლიტიკური რაობა: დაპირისპირება ტრადიციულ ლიბერალურ ელიტებსა და ანტილიბერალურ ძალებს შორის.
  • ისტორიული თეორიიდან გენოციდამდე  – წელს 25 წელი გავიდა რუანდას გენოციდიდან, რომელიც 1994 წელს აპრილიდან ივლისამდე მიმდინარეობდა. 100 დღის განმავლობაში მოკლეს ერთი მილიონი ადამიანი. ყოველ წუთს კლავდნენ ხუთ ადამიანს. რევაზ ქოიავა გიამბობთ ქამიტურ მითზე, რომელიც კოლონიზატორებმა ტუტსის და ხუტუს ტომების გაყოფისთვის გამოიყენეს ეპოქაში, როდესაც რასიზმი ნორმატიულ მოვლენად ითვლებოდა. დეკოლონიზაციის პერიოდში ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობებმა როგორც რუანდაში, ასევე ბურუნდიში არ უარყვეს აღნიშნული მითი, მიიღეს იგი კრიტიკის გარეშე და გამოიყენეს დამოუკიდებელი სახელმწიფოების მშენებლობაში. რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში არავის აწუხებდა ამ მითის ანტიმეცნიერულობა. სწორედ ქამიტური მითი გახდა კაცობრიობის ისტორიაში „ყველაზე კონცენტრირებული“ გენოციდის იდეური საყრდენი.

42° პარალელი