42° პარალელი - ესპანეთის ორპარტიული სისტემის დასასრული / ყვითელი ღმერთი თეთრი ადამიანისთვის / ინტერვიუ პროფესორ კოსტას ლაპავიცასთან
  • ესპანეთის ორპარტიული სისტემის დასასრული – პარტია ვოქსის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენა შეიძლება ფორმით ევროპული პოლიტიკური სივრცისთვის სიახლეს წარმოადგენდეს, მაგრამ შინაარსობრივად რადიკალური მემარჯვენე პოლიტიკური პლატფორმა ესპანეთში აქამდეც არსებობდა. იგი შერწყმული იყო ესპანეთის 30-წლიან ორპარტიულ სისტემასთან და დამოუკიდებლად პოზიციონირებას ვერ ახდენდა. ვოქსის დაბადება სწორედ ამ ორპარტიული სისტემის ფრაგმენტაციის შედეგად მოხდა, რომელიც 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ დაიწყო და ესპანურ როგორც მემარჯვენე, ასევე მემარცხენე ფლანგსაც შეეხო. შოთა თხელიძის სიუჟეტი
  • ყვითელი ღმერთი თეთრი ადამიანისთვის – ჩინეთი, ბოლო დროს მსოფლიოში ალტერნატიული მემარჯვენეების სათაყვანებელ ობიექტად გადაიქცა. დასავლეთის მედია, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევის და აშშ-სთან სავაჭრო ომის გამო პეკინს მწვავედ აკრიტიკებს, ამ პროცესს მხოლოდ აჩქარებს. ახდენს რა ჩინეთის პოლიტიკის გარკვეული ელემენტების ჰიპერტროფირებას, იგი ჩინეთს კიდევ უფრო მიმზიდველად წარმოაჩენს საკუთარი მოქალაქეების გარკვეულ კატეგორიაში. რეზი ქოიავას სიუჟეტი.
  • ინტერვიუ პროფესორ კოსტას ლაპავიცასთან – თანამედროვე გლობალური ეკონომიკა მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას განიცდის. ის გარდაქმნის როგორც ეკონომიკური ურთიერთობების აქამდე არსებულ ფორმებს, არამედ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ სისტემებსაც, რომელსაც გავლენა აქვს ჩვენს ყოველდღიურობაზე. რას ნიშნავს ფინანსიალიზაცია და როგორია განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების გამოწვევები? ამ თემაზე მათე გაბიცინაშვილი ლონდონის უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორს, კოსტასს ლაპავიცასს ესაუბრა.

42° პარალელი

 

დატოვე კომენტარი