42° პარალელი - აია სოფია კვლავ მეჩეთია - რაზე მიანიშნებს ეს ცვლილება? / განათლების როლი შემოსავლების გადანაწილებაში / „ჰუკი მარჯვნიდან“ ბუნდესვერს
- აია სოფიას მუზეუმი თურქეთის რესპუბლიკის ქემალისტური საფუძვლების ერთ-ერთი საკვანძო განსხეულება იყო, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების საჩვენებლად ქვეყნის სეკულარულ და მოდერნულ რაობას განასახიერებდა. იგი თურქეთის დასავლური ღირებულებებისკენ სწრაფვის აღმნიშვნელი სიმბოლოს წარმოადგენდა, რითაც ქვეყანა უცხოსადმი საკუთარ ღიაობას და მის კულტურულ მრავალფეროვნებას უსვამდა ხაზს. გადაწყვეტილება, რომელიც თურქეთის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ მიიღო და მუზეუმი თურქეთის ისლამურ დიანეთს გადასცა, მთლიანად ცვლის თურქეთის სახელმწიფოს არსს, არყევს მის ქემალისტურ საწყისებს, აკავშირებს მას ოსმალეთის იმპერიის მემკვიდრეობასთან და თურქეთს სხვა სახით წარმოაჩენს საერთაშორისო არენაზე.
- საზოგადოება, რომელიც ფიქრობს, რომ წარმატებას უმეტესად ძალისხმევა განაპირობებს და არა მაგალითად სასტარტო პირობები, ნაკლებად არის შემოსავლების გადანაწილების მომხრე. თამთა მარიდაშვილი ესაუბრა ესექსის უნივერსიტეტის და ევროპის უნივერსიტეტის ინსტიტუტის ბიჰევიორისტს, რომელმაც ეს ჰიპოთეზა ექსპერიმენტებით დაადასტურა.
- გერმანული ბუნდესვერი, რომელიც საინფორმაციო სიახლეების ველში მრავლრიცხოვანი შიდა პრობლემების გამო ხშირად ხვდება, კვლავ დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა. ელიტური დანაყოფი KSK-ს მეორე ჯგუფი თავდაცვის მინისტრ ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერის ბრძანებით დაშალეს. გერმანული სპეცრაზმის დანარჩენმა ჯარისკაცებმა კი ოქტომბრამდე გამოსასწორებელი პერიოდი უნდა გაიარონ, რომლის შედეგადაც საკადრო და ორგანიზაციულ გადაწყვეტილებებს გამოიტანენ. ასეთი მკვეთრი ნაბიჯების საფუძვლად იქცა სამხედრო კონტრდაზვერვის გამოძიება, რომლის თანახმადაც სულ მცირე 2017 წლიდან სპეცრაზმის ელიტურ ნაწილში შეინიშნებოდა შემთხვევები, რომლებიც ნაწილის მემარჯვენე რადიკალურ წრეებთან კავშირებზე მიუთითებდა. გერმანიაში მიმდინარე სკანდალის შესახებ რეზი ქოიავა მოგითხრობთ.
42° პარალელი