42° პარალელი - ისრაელ-პალესტინა - ერთი სახელმწიფოს იდეა / ბაიდენის პირველი ასი დღე
42°პარალელი – ისრაელ-პალესტინა – ერთი სახელმწიფოს იდეა
უკვე კვირაზე მეტია, რაც ისრაელ-პალესტინას შორის გამწვავებულ კონფლიქტს ვადევნებთ თვალს, რომელიც მხარეებს შორის ისტორიული დაპირისპირების მორიგი ეპიზოდია. ამ კონფლიქტის გადასაჭრელად არსებობდა არაერთი ხედვა, რომელიც ქრონიკულ საომარ სიტუაციას დაასრულებდა.
თუმცა კონფლიქტის დაწყებამდე – ისრაელის სახელმწიფოს შექმნამდე, თავად სიონისტურ მოძრაობაში განიხილებოდა გეგმა, რომლითაც ადგილობრივ არაბებთან დაპირპისპირების გარეშე უნდა გადაწყვეტილიყო მათი პოლიტიკური მიზანი.
ერთი სახელმწიფოს იდეა შოთა თხელიძის სიუჟეტში.
42°პარალელი – ბაიდენის პირველი 100 დღე
პრეზიდენტ ფ.დ რუზველტის შემდეგ, ამერიკის პრეზიდენტებს პირველი 100 დღით აფასებენ. არსებობს გამოთქმა, რომ რასაც პრეზიდენტი პირველი 100 დღის განმავლობაში გააკეთებს, ეს არის მის საპრეზიდენტო ვადაში გაკეთებული ყველა საქმეც.
სანდრო ცაგარელი მოგიყვებათ, რას და რატომ დაჰპირდა ბაიდენი მოსახლეობას არჩევამდე, რა შეასრულა საკუთარი დანაპირებიდან, სად განიცადა ყველაზე დიდი მარცხი და რა შეიძლება მოხდეს ამერიკაში პირველად ნახევარი საუკუნის განმავლობაში.
42° პარალელი