40 საათი ომის დაწყებიდან – ვითარება უკრაინაში

21:22, 25.02.2022

უმძიმესი ღამის შემდეგ უკრაინაზე საარტილერიო და საავიაციო შეტევები გრძელდება.

ლუგანსკის და დონეცკის ოლქებთან ერთად საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრშია კიევის ოლქი, ხარკოვი, მარიუპოლი, ოდესა, ხერსონი, სუმი, ჩერნიგოვი. იბომბება სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ორივე მხარეს დაღუპულია ასეულობით ადამიანი. ოფიციალური კიევი დასავლეთის რეაგირებით უკმაყოფილოა. ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა ახლა მარტოა დარჩენილი და მარტო იბრძვის. ემოციური მიმართვების შემდეგ ქვეყნის პირველი პირის რიტორიკაში პირველად ჩნდება სიტყვა ნეიტრალიტეტი, რის შესახებაც ზელენსკი რუსეთთან სასაუბროდ მზად არის. მოსკოვი წინადადებას იღებს. მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში სავარაუდო შეხვედრის ადგილი მინსკი უნდა იყოს.

მსგავსი