ილია მეორეს იხსენებენ ადამიანები, რომელთა ცხოვრებაშიც უწმინდესს გამორჩეული ადგილი ეკუთვნის

პირველი მასწავლებელი და მაგალითის მიმცემი, ყურადღებიანი, მზრუნველი და სიყვარულის გამზიარებელი, ასე იხსენებენ პატრიარქს ადამიანები, რომელთა ცხოვრებაშიც უწმინდესს გამორჩეული ადგილი ეკუთვნის. ისტორიები პატრიარქის მზრუნველობასა და განსაკუთრებულ ნიჭზე, გაეგო პიროვნების განცდების შესახებ, მის სიცოცხლეშიც არაერთხელ გვსმენია და ბევრი ამ რწმენის ძალამ მიიყვანა მასთან.

გასული ორმოცი დღის განმავლობაში არაერთხელ მოვისმინეთ იმის შესახებაც, თუ როგორ ანუგეშა, ცხოვრების აზრი დაუბრუნა, გადაარჩინა და სიყვარული ასწავლა მასთან მისულებს. „რწმენა ქართველი ადამიანისთვის ეს ის სულიერი ძალაა, ის საყრდენია, რომელმაც გადაარჩინა ქართველი ხალხი“, – ამბობდა პატრიარქი. სწორედ ამ რწმენითა და 49-წლიანი მზიანი ღამით წინამძღოლობდა საქართველოს ეკლესიას სიყვარულის პატრიარქი.

გიორგი იდუკაშვილისა და ვაჟა მაქარაშვილის რეპორტაჟი.