4 ოქტომბრის საქმე – ბაჩო ახალაიას დაკავება

18:20, 30.12.2025

პოლიტიკური შეფასებების თემაა 4 ოქტომბრის საქმე და ბაჩო ახალაიას დაკავებაც. მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსანი რევოლუციური სცენარის დაგეგმვაში და სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობდა. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ახალაიას დაკავებით ხელისუფლება სხვა მნიშვნელოვანი თემების გადაფარვას ცდილობს. შეგახსენებთ, თავდაცვის ყოფილი მინისტრი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ბრალდებით დააკავა, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ახალაია ბრალს არ აღიარებს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული და რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.

მსგავსი