4 ოქტომბრის მოვლენები – პარლამენტის თავმჯდომარის გამოხმაურება
პარლამენტის თავმჯდომარე 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილის პოსტსაც გამოეხმაურა.
„საკუთარი მარცხის გასამართლებლად, არჩევნებში დამარცხებიდან მეხუთე დღეს მოიფიქრეს ბიულეტენის გაჟონვის ვერსია, გადატრიალებაში დამარცხებიდან მეშვიდე დღეს – ქლიბით გადაჭრილი ღობის ვერსია. ტოპტვინები აშკარად შენელდნენ“ – წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.