ოპოზიციურ ფლანგზე დაპირისპირება სულ უფრო მწვავდება – თუ ამ დრომდე მძიმე ურთიერთბრალდებები არჩევნებში მონაწილეობის საკითხს უკავშირდებოდა, ახლა უთანხმოების მიზეზი დაანონსებული მშვიდობიანი დამხობაა. ამ შემთხვევაში 4 ოქტომბრის დამხობის გეგმის ინიციატორებს, ბერლინიდან ყოფილი პრემიერი აკრიტიკებს. გიორგი გახარია პირდაპირ აცხადებს, რომ ოპოზიციას რევოლუციის მოწყობის რესურსი არ აქვს, იდეის ავტორებს კი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებად მოიხსენიებს. არანაკლებ მძიმეა საპასუხო განცხადებები, გიორგი გახარიას გზავნილს „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობად განიხილავს და არ გამორიცხვას, ყოფილი პრემიერის გუნდი საპარლამენტო ბოიკოტსაც გამოეთიშოს. კრიტიკის მიუხედავად მშვიდობიანი დამხობის გეგმის ავტორები 4 ოქტომბრისთვის მზადებას განაგრძობენ. რამდენი პარტია და რა რესურსით იქნება წარმოდგენილი რუსთაველის გამზირზე, ეს 16 დღეში გაირკვევა.