3D ფორმატში გაცოცხლებული აფხაზური მოზაიკა HOLOSEUM-ში

მუზეუმ HOLOSEUM-ში, აფხაზეთის ანტიკური ეპოქისა და საბჭოთა პერიოდის მოზაიკური ნამუშევრების 3D ფორმატში ჩვენება გაიმართა. მოზაიკური კომპოზიციები და პანოები აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზეა გაბნეული და რადგან, ოკუპაციის გამო, ახლა მათ ნახვას საკუთარი თვალით ვერ ვახერხებთ, „აფხაზეთის მოზაიკის იმერსიული პროექციის ჩვენება“ სწორედ ამის საშუალებას იძლევა.

დაათვალიერეთ ვირტუალურად 3D ფორმატში გაცოცხლებული აფხაზური მოზაიკა კესო ბოჭორიშვილის სიუჟეტში.

ახალი დღე