36 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან 

15:23, 09.04.2025
 ზუგდიდში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. მათ ყვავილებით შეამკეს 9 აპრილის მემორიალი, მანამდე კი ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის დეკანოზმა დაღუპულთა სულის მოსახსენიებლად პარაკლისი გადაიხადა.
 
ხელისუფლების მისვლას მემორიალთან წინ უძღოდა ხმაური და დაპირისპირება სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიციელებს შორის. ადგილზე ღამე გაათენეს სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო პლაკატებითა და ბანერებით. მაგრამ პოლიციელებმა მათ იქ დგომის უფლება არ მისცეს და განარიდეს ტერიტორიას. იყო სიტყვიერი დაპირისპირება. მას შემდეგ, რაც მემორიალთან ღონისძიება დასრულდა, პოლიციელებმა აქციის მონაწილეებს გადაადგილების საშუალება მისცეს.

მსგავსი