35 წელი 1991 წლის ისტორიული რეფერენდუმიდან

21:20, 31.03.2026

ისტორიული თარიღი საქართველოსთვის, რომელმაც ქვეყნის მომავალი განსაზღვრა – 35 წლის წინ, ამ დღეს ჩატარებული რეფერენდუმი ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის და 70-წლიანი საბჭოთა ოკუპაციიდან გათავისუფლების საფუძველი გახდა.

უზენაესი საბჭოს პირველი მრავალპარტიული არჩევნებიდან ხუთ თვეში, 1991 წლის 31 მარტს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგების საფუძველზე მომზადდა დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი, რომელიც რეფერენდუმიდან ცხრა დღეში, 9 აპრილს, მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა. აღსანიშნავია ხალხის ერთსულოვნება და სიმრავლე საარჩევნო უბნებზე – 1918 წლის 16 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას სამი მილიონ 295 000-მა ადამიანმა დაუჭირა მხარი. სიმბოლურია, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან დღეს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეც აღინიშნება.

რთული პროცესები და არცთუ მარტივი გზა რეფერენდუმამდე – გენო ოსიყმაშვილი შეგვახსენებს ქვეყნის უახლესი ისტორიის გარდამტეხ პერიოდს.

მსგავსი