32 წელი ტამიშის ბრძოლიდან
ტამიშის ბრძოლის 32-ე წლისთავთან დაკავშირებით, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მეომრები გაიხსნეს. გმირთა მოედანზე შეკრებილებმა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ადგილზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე იმყოფებოდა.
1993 წლის 2 ივლისს, დაბა ტამიშთან აფხაზურმა მხარემ რუსეთის სამხედრო ხომალდით საზღვაო დესანტი გადმოსხა. ქართულმა მხარემ რამდენიმედღიანი ბრძოლის შედეგად, 300-მდე მებრძოლი დაკარგა. მიუხედავად დიდი დანაკარგისა, ქართველმა ჯარისკაცებმა დესანტის მოგერიება შეძლეს, პოზიციები შეინარჩუნეს და საზღვაო დესანტი მთლიანად გაანადგურეს.