32 წელი სოხუმის დაცემიდან
აფხაზეთის ომში დაღუპულთათვის პატივის მიგების მიზნით, დილიდან გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა. მათ 32 წლის წინ მომხდარი ტრაგიკული მოვლენები და ქართველების გმირობა კიდევ ერთხელ გაიხსენეს. ადგილზე იმყოფებიან ასევე დაღუპული გმირების ოჯახის წევრებიც.
ნათია ქენქაძეს ჩავრთავთ პირდაპირ ეთერში.